კინოს ისტორია

ძმები ლუმიერები

კინოფილმების შექმნის პირველ მცდელობას მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში ჰქონდა ადგილი. კინო ხალხს თავდაპირველად ტექნიკურ საოცრებად მოევლინა. ფოტოსურათი, რომელიც მანამდე უძრავად ეკიდა კედელზე ამოძრავდა, გაცოცხლდა. გაცოცხლებული ფოტოგრაფია პირველად მაყურებელს წარუდგინეს ძმებმა ლუმიერებმა 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე “გრან კაფეს” ფეშენებელურ საბილიარდოში და სწორედ კინოს დაბადების თარიღად 1895 წლის 28 დეკემბერს მიიჩნევენ. პირველი სეანსი ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჟეტისგან შედგებოდა.

თანამედროვე კინოხელოვნება დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ისეთ მსხვილ კორპორაციებს, როგორებიც არის ამერიკის შეერთებული შტატების “ჰოლივუდი”, ინდოეთის “ბოლივუდი”, საფრანგეთის “სინემა” დღესდღეობით ძალიან დიდი შემოსავლები მოაქვთ.

პირველად ფილმებს მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ, ამიტომ გადაღებული მასალა თეატრს უფრო ჰგავდა ვიდრე კინოს. 1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება. ევროპასა და ამერიკაში გაიხსნა მრავალი კინოთეატრი. 1912 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც არა წუთები, არამედ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. კინო ხელოვნებიდან დიდ ბიზნესად გადაიქცა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კინოს მსოფლიო ცენტრი გახდა ქალაქი ჰოლივუდი, კალიფორნიაში. აქაური თბილი კლიმატი და ლანდშაფტი საშუალებას იძლეოდა მთელი წლის განმავლობაში გადაღებულიყო ფილმები.

ბოლო პერიოდის ყველაზე რეიტინგული ფილმებია; “ტიტანიკი”, ბეჭდების მბრძანებელი”, “ჰარი პოტერი” და სხვა. კინოინდუსტრიის განვითარებასთან ერთად გაჩნდა უამრავი კინოფესტივალი. შეიქმნა უამრავი კინოდაჯილდოება, რომელთაგან გამოვყოფ “აკადემიის პრიზს” ანუ “ოსკარს”, რომლიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონიაა.
ასევე გაჩნდა “ოქროს გლობუსის”, ლოს ანჯელესში “MTV_ის კინო და სატელევიზიო დაჯილდოება”, “ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი”, “კანის კინოფესტივალი” და “გრემის” დაჯილდოების ცერემონია.

ესა თუ ის ჯილდო მსახიობებს, რეჟისორებს გადაეცემათ სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, როგორებიც არიან; “საუკეთესო ფილმი”, “საუკეთესო რეჟისორი”, საუკეთესო მსახიობი კაცი/ქალი”, “საუკეთესო ადაპტირებული სცენარი”, “საუკეთესო მონტაჟი”, “საუკეთესო მსახიობი კაცის/ქალის მეორეხარისხოვანი როლი” და სხვა.

დაიბადა უამრავი კინოვარსკვლავი, რომელთა ეკრანსმიღმა ცხოვრებაც ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ხალხისთვის, როგორც ეკრანისეული . დღესდღეობით უამრავი კინოვარსკვლავი გვხვდება სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში, ყვითელი პრესის გარეკანზე სქესისა თუ ეროვნების მიუხედავად. ხოლო პარტერს მიღმა ადამიანისთვის საინტერესოა მსახიობების განვლილი გზა, მათი ცხოვრებისეული დაბრკოლებები და ყველაფერი მათ შესახებ.

დატოვე კომენტარი