ჯონი დეპი

ჯონ კრისტოფერ დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს, (55 წლის) ოუენსბორო, კენტუკის შტატი, აშშ-ში. სცენარების ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი, აქტიურად 1984 წლიდან დღემდე… ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამპ-სტრიტი 21“. ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი“ (1990), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“(2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“(2010), „რანგო“ (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში (2003-დღემდე). ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამპ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987წელს შედგა. სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.

ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა. მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.

დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003), რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში. 2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“.

მომდევნო 2005წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მკვდრის სკივრი“ (2006), „მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა. 2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსიმოიგო.

დატოვე კომენტარი