ანჯელინა ჯოლი

მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი ვოიტი დაიბადა 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ. მისი მშობლები, მამა – ჯონ ვოიტი და დედა – მარჩელინ ბერტრანდი მსახიობები იყვნენ და პატარა ანჯელინა ბავშვობიდან ახლოს იყო სცენასთან. ანჯელინა ჯოლის მშობლები ერთმანეთს 1976 წელს გაშორდნენ, რის შემდეგაც ანჯელინა ძმასთან, ჯონ ჯოლისთან, ერთად დედასთან იზრდებოდა. დიდი ინტერესის და სიყვარულის გამო ანჯელინამ მსახიობობა გადაწყვიტა, რაც მშობლებს არც დაუძალებიათ და არც უარი განუცხადებიათ, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში.

ანჯელინას პირველი მცდელობა პოდიუმზე წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც ანჯელინას საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა დაუკარგა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. მაგრამ, საბედნიეროდ მას ეს ოცნება არ შეუსრულდა, დაუბრუნდა თეატრალურ ინსტიტუტს და წარმატებით დაამთავრა იგი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წელის ფილმში “ველოდები წასვლას”, მსახიობის კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით “კიბორგი 2”. ანჯელინა ჯოლი და მამაისი ერთმანეთს გარკვეული დროით ჩამოშორდნენ, თუმცა მათი შერიგება მოხდა, როდესაც მამაშვილმა ერთად იმუშავა ფილმზე “ლარა კროფტი:სამარხების მძარცველი”. 2002 წელს ანჯელინამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მან შეიცვალა სახელი და გახდა ანჯელინა ჯოლი, რამაც მამა ძალიან გაანაწყენა, მაგრამ ანჯელინას ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.
მსახიობმა 16 წლის ასაკში შეასრული თავისი პირველი როლი თეატრში “დომინანტი ქალი”.

ანჯელინა ჯოლიმ პირველი მთავარი როლი შეასრულა ფილმში “ჰაკერები”, ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: “ჯორჯ ვალასი” და “ჯია” და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისთვის “გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს”. ჯოლიმ საქვეყნო აღიარებას მიაღწია ფილმით “ლარა ლროფტი: სამარხების მძარცველი”, სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში.
ანჯელინამ თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიან-კომედიურ ფილმში “მისტერ და მისის სმიტები”, სადაც პარტნიორობას მისი მომავალი მეუღლე, ბრედ პიტი უწევდა.

აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის, უნიჭიერესი და ყველზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის გარდა აქტიურად არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით მთელ მსოფლიოში და იგი თანამშრომლობს UNHCR_თან. იგი ასევე აქტიურად არის დაკავებული შვილების აღზრდით, რომლებიც ბრეტ პიტთან ერთად ჰყავს აყვანილი; მედოქსი, პექსი და ზაჰარა. წყვილი ბავშვებს სამ ბიოლოგიურ შვილთან ერთად ზრდის; შილო, კნოქსი და ვივიენი.
ანჯელინა ჯოლი დღემდე აქტიურდ განაგრძობს სამსახიობო საქმიანობას.

დატოვე კომენტარი