მონიკა ბელუჩი

მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი, ლუიჯი ბელუჩი გახლდათ სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი – პროფესიით მხატვარია.
მონიკა ბელუჩი 13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს იგი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლიდან მუშაობდა მოდელად “Eiceo Classico”_სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა, ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა მილანში, სადაც კონტრაქტი “Elite Model Management”_თან გააფორმა. 1989 წელს მონიკა ბელუჩის სახელი განთქმული იყო როგორც მოდელის პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან, როგორიცაა “Dolce & Gabbana”. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან “ELLE”. 2000 წლიდან ბელუჩის ფოტოები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს იგი გახდა პოპულარული ჟურნალის “Maxim”_ის სახე. იმ პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდა ქალმა მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო.

სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ბელუჩიმ კინემატოგრაფიაშიც დაიწყო მოღვაწეობა. მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოზრაობა და სხვადასხვა სცენების თამაში. 1990_იან წლებში შედგა ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც იგი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “დრაკულა”, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვევდნენ. განსაკუთრებულ წარმატებას მონიკა ბელუჩიმ 1996 წელს მიაღწია, როდესაც იტამაშა ფილმში “ბინა”, სადაც მას პარტნიორობას ვენსან კასელი უწევდა. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო “სეწარის პრემიაზე” ნომინაციაში “იმედების მომცემი მსახიობი”. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ვენსენ კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა.

1997 წლისათვის ბელჩიმ ერთბაშად დამ ფილმში მოასწრო თამაში. 2000 წელს გამოვიდა გახმაურებული კინოფილმი “მალენა”. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავისი ცნობილი მზაფრსიუჟეტიანი მისტიკური ფილმში “მგლის საძმო”. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ცნობილ ფილმში “ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა”, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან ფილმად იქცა. ამავე წელს გამოვიდა ფილმი “გრდაუვალობა”, სადაც მსახიობს ისევ და ისევ მეუღლესთან ერთად მოუწია თამაში. კინოთეატრში კინო მძიმედ აღიქვეს, განსაკუთრებიტ მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ.

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი “მზის ცრემლები”, სადაც მასთან ერთად იტამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. იგი აგრეთვე სხვადასხვა როლს ასრულებდა ფილმებში, როგოებიცაა “ქრისტეს ვნებანი”, “შაითანი”, “დახვიტე ისინი”, “უკან არ მოიხედო” და ა.შ.

მონიკა ბელუჩი ქორწინებაში იმყოფებოდა ლაუდიოს კარლოს ბასოსთან, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1999-2013 წლებში მსახიობი, კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი ფრანგი კინოვარსკვლავის ვენსენ კასელის მეუღლე გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
იტალიელმა ლამაზმანმა საპატიო რეგიონის ორდერი მიიღო. ჯილდო მას საფრანგეთის პრეზიდენტმა გადასცა.
მონიკა ბელუჩის უკანასკნელი ფილმი “ემირ კუსტურიცა” გახდა, სადაც მან მტავარი როლი სეასრულა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

დატოვე კომენტარი