ლევან აბაშიძე

მსახიობ ლევან აბაშიძეზე ყოველთვის აღტაცებითა და დიდი სიყვარულით საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა, მაინც დატოვა თავისი კვალი ქართულ კინოში.


90_იანი წლების რომანტიკული გმირი ლევან აბაშიძე დაიბადა 1963 წლის 22 მაისს თბილისში, საქართველო. ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელ თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. წარმომავლობით მსახიობი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევან აბაშიძისთვის კინოგადაღებები პირველად მეშვიდე კლასში სწავლისას შედგა. ის ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ლანა ღოღობერიძის შვილთან ნუცა ალექსი მესხიშვილთან მეგობრობდა. როდესაც რეჟისორმა გადაწყვიტა გადაეღო ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ნუცა გაჯიუტდა და დედას გამოუცხადა, თუ ფილმში ლევანს არ გადაიღებ, არც მე გადამიღოო. ასე აღმოჩნდა ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძის გახმაურებულ ფილმში, სადაც სანდროს როლი შეასრულა.

1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი განსახიერებული მტავარი გმირის როლი თორნტონ უაილდერის პიესაში, “ჩვენი პატარა ქალაქი”.

1985 წლეს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი და მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.
ლევან აბაშიძემ მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ერთ-ერთი მტავარი პრიზი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე – “ვერცხლის დათვი” დაიმსახურა.

მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის არის ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის “საფეხური”, ტატო კოტეტიშვილის “ანემია”, რომელში შესრულებული როლისათვისაც 1988 წელს ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით, და “ქალაქის ცხოვრება”, ლანა ღოღობერიძის “ორომტრიალი”, გუგული მგელაძის “ფესვები”, ალექსანდრე კაიდანოვსკის “სტუმარი” და სხვა.

ლევან აბაშიძე დაიღუპა 1992 წლის 7 სექტემბერს ქართულ-აფხაზური სეიარარებული კონფლიქტის დროს ზემო ეშერასთან, სოფელი აფხაზეთში, საქართველო. დაკრძალულია მწერალტა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დატოვე კომენტარი